07:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 12:12:32, 2094 ნახვა

მსოფლიო
BBC: უელსის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა თავი მოიკლა

უელსის მთავრობის ყოფილი მინისტრი კარლ სარჯენტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე ქალმა მინისტრი შეუსაბამო სექსუალურ ქცევაში დაადანაშაულა. ამის გამო, ლეიბორისტული პარტიის წევრს, მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია.

მედიის ცნობით, ამ ბრალდებების გამო, სარჯენტის წინააღმდეგ შიდაპარტიული გამოძიებაც დაიწყო.

წინასწარი ვერსიით, 49 წლის ყოფილმა მინისტრმა თავი მოიკლა.

ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის ბრალდებებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მოიცვა. შეუსაბამო სექსუალური ქცევის შესახებ ბრალდებები სამეფოს სხვა მინისტრების მისამართითაც გაჟღერდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, შეუსაბამო სექსუალური ქცევის ბრალდების გამო, თანამდებობიდან 2 ნოემბერს გადადგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics