07:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 13:52:28, 2320 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი Paradise Papers-ის „შავი სიის“ შედგენას გეგმავს

Paradise Papers-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირი ე.წ. შავი სიის შექმნის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა, Paradise Papers-ს სანქციები უნდა მოჰყვეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა დოკუმენტები - Paradise Papers, სადაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადარიცხული თანხების შესახებ წერია. სიაში არსებული პირები თუ კომპანიები გადასახადების დამალვის მიზნით, მილიონობით დოლარს რიცხავდნენ ოფშორში. Paradise Papers-ი 13.4 მილიონ ფაილს შეიცავს. გერანულმა გამოცემამ დოკუმენტები ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელთა პარტნიორებიც არიან The Guardian-ი, BBC და The New York Times-ი.

ცნობისთვის, 2016 წელს გავრცელდა პანამის დოკუმენტები, რომლებიც ამ შინაარსის მასალებს შეიცავდა. პანამის დოკუმენტები - ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს სერვერიდან აიღო. მასალა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის იყო. ის შეიცავდა ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ, რომლებსაც ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics