14:42 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 13:45:10, 1709 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი სოზარ სუბარს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ვიცე-პრემიერ მინისტრსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა,  დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

უწყების ცნობით, უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „მისაღები ცენტრიც“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები დევნილებს უწევენ.

 „უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა, რათა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც დევნილებთან მიმართებაში საქართველოში დაგროვდა.   ჩვენ დღეს გავაცანით ის პოლიტიკა, რასაც ვატარებთ. ვიზიტის ფარგლებში კი,  ადგილზე ნახავენ  იმ ჩასახლებებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ. იმასაც ვეტყვით, რა შეცდომები იქნა დაშვებული წლების განმავლობაში.  ერთი ისტორიული ბედის ქვეშ აღმოვჩნდით ორივე ქვეყანა,  ერთი ოკუპანტი გვყავს. მინდა ვთქვა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. მე პირადად მაშინ  ჩემი სამშობლოს ჯარისკაცი ვიყავი და ჩემს გვერდით არაერთი უკრაინელი იბრძოდა, ისევე როგორც დღეს,  არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს განცხადებით, უკრაინისთვის ძალიან ფასეული საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

„საქართველოსთან ჩვენ საერთო პრობლემები გვაერთიანებს. ეს არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, რომელიც განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ და ახლა უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება.   უკრაინაში მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და გახდა  იძულებით გადაადგილებული პირი.  საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან ფასეულია, რადგან საქართველოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დევნილებთან მიმართებაში და აქვს თანამედროვე პროგრამები.  კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება  გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვაფასებთ“, - განაცხადა პავლო როზენკომ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ ბინებსაც დაათვალიერებს  და წეროვანის ჩასახლებას ესტუმრება.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics