2017-11-07 13:43:32, 2128 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში სატელევიზიო სადგურზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებული პირები სატელევიზიო სადგურ Shamshad-ს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 3 თავდამსხმელმა ტელევიზიასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომელი და ერთ-ერთი თავდამსხმელი გარდაიცვალნენ. ამასთან კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
BBC-ი წერს, რომ თავდამსხმელები შენობაში პოლიციელების ფორმით შევიდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ,