|
2017-11-07 12:56:41, 2057 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ზაფხულში კონდიციონერს რომ არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშუტკებში, ეს აღარ იქნება
თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გაზრდას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალი იქნება, - ამის შესახებ კახა კალაძემ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, სანქციების გაზრდა საჭიროა და არა მარტო ტრანსპორტის კუთხით, არამედ, ბევრი სხვა მიმართულებით დაიწყება მუშაობა. „საარჩევნო კამპანიის დროს ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და ჩემი პასუხისმგებლობა არ არის; რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობასა და განვითარებაში, ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით და მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას; მართლაც სირცხვილი უნდა იყოს, თუნდაც, ნაგვის გადაყრა, სიგარეტის ნამწვავის გადაგდება“, - განაცხადა არჩეულმა მერმა. კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება, რაც მისთვის მიუღებელია. „ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით. ეს არის N1 ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშუტკებში, ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს“, - თქცა კალაძემ. მისი განცხადებით, მუშაობა რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებითაც დაიწყება და იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტი შეუნარჩუნდეთ, სწორ ხედვას და გეგმას, საკრებულოსთან ერთად, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)