|
2017-11-07 11:32:44, 2315 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 1979 წელს მიღებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ AFP იუწყება. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკისა და ირანს შორის ურთიერთობები არ დასტაბილურდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება ირანთან მიმართებაში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს. ცნობისთვის, 1979 წლის 4 ნოემბერს, რადიკალურად განწყობილი ისლამისტი-სტუდენტები, რომლებიც საკუთარ თავს "ჰომეინის მოსწავლეებს" (ისლამური რევოლუციის ლიდერი) ეძახდნენ, ირანში ამერიკის საელჩო შტურმით აიღეს, თავს დაესხნენ დაცვის თანამშრომლებს და ტყვედ 90-მდე ადამიანი აიყვანეს. მას შემდეგ ამერიკასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და ამ დრომდე, არ აღდგენილა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)