|
2015-05-05 11:41:42, 444 ნახვა
საზოგადოება
დედობის ინდექსის მიხედვით საქართველო 86-ე ადგილზეა
დედობის ინდექსის ანგარიშში საქართველო 86-ე ადგილზეა. ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-მა გამოაქვეყნა. კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიხედვით დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა. საუკეთესო ათეულში არის ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი, ბელგია და ავსტრალია. დედობისთვის ყველაზე ცუდი ქვეყანა კი სომალია. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი 56-ე ადგილზეა, თურქეთი 65-ზე, უკრაინა 69-ზე, აზერბაიჯანი 90-ე ადგილზე, სომხეთი კი - 103-ე ადგილზე. კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დაყრდნობით ჩატარდა, კერძოდ, დედათა ჯანმრთელობა, ბავშვთა მდგომარეობა, განათლება, შემოსავლის დონე და ქალების პოლიტიკური სტატუსი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ქალებს ადგილების 11,3 პროცენტი უკავიათ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)