|
2017-11-06 15:08:30, 1752 ნახვა
საზოგადოება
„გამჭვირვალობა“ - 2014-2017 წლებში, ზუგდიდის საკრებულოში პრემიისა და დანამატის სახით 444 479 ლარი გაიცა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა". "გამჭვირვალობის" კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემიისა და დანამატის სახით ჯამში 444 479 ლარი გაიცა. "საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დადგენილება პრემიის გაცემის წესის შესახებ, იგი არაერთხარვეზს შეიცავს და იძლევა პრემია/დანამატის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლობას, შესაბამისად პრემია/დანამატები უმეტეს შემთხვევაში გაიცემოდა არა რაიმე სახის კონკრეტული დამსახურებისათვის, არამედ კვარტალურად და დღესასწაულებზე. საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჩატარებულ სხდომათა (196) თითქმის 42% რიგგარეშე სხდომებზე მოდის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 696 სამართლებრივი აქტი მიიღო, რომელთაგან 551 აქტის ინიციატორი ქალაქ ზუგდიდის მერია, 155 აქტის ინიციატორი კი თავად საკრებულო იყო. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შემთხვევაშიც პრობლემატურია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის არასრულად შევსება, სულ ასეთი ორი ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ - ბიზნესთან კავშირი აქვს ლევან კონჯარიასა (ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე) და თენგიზ ხარჩილავას (საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმდჯომარე), ასევე ორივე შემთხვევაში ბიზნესინტერესები არ არის დეკლარაციაში ასახული", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. ცნობისთვის, კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთს.
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)