14:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 14:37:52, 1918 ნახვა

საზოგადოება
„შეწყდეს ბინძური ლგბტ პროპაგანდა“ - ფეხბურთის ფედერაციასთან მმკ-მ აქცია გამართა

„ლგბტ ტოლერანტობის პროპაგანდა, ძალადობა და ტერორია“ - ამ ლოზუნგით მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს.

ისინი „ლგბტ თემის პროპაგანდის“ შეწყვეტას ითხოვდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მართმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ აღნიშნა, მათი მოთხოვნაა სპორტსმენებზე „ძალადობა“ შეწყდეს. მმკ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ „ფერადი დროშით გამოსვლას აიძულებენ“.

"დარწმუნებული ვართ, რომ სპორტსმენებს არ უნდათ ამ დროშებით გამოსვლა, მაგრამ მათ ამას აიძულებენ. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს ძალადობა სპორტსმენებზე. მოვითხოვთ, რომ სპორტი ყველანაირი ზეწოლისგან გათავისუფლდეს. ლგბტ თემის მხრიდან, პოლიტიკისგან და ყველანაირი მინარევისგან. სპორტი უნდა იყოს სპორტი და სპორტსმენებმა უნდა მიხედონ სპორტს. ისწავლონ ფეხბურთის თამაში, გაახარონ ქართველი ხალხი და არა ლგბტ თემი", - აღნიშნა უნგიაძემ.

ამასთან, დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სპორტსმენებს და ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლებს, მსოფლიო მასონური ძალები იძულებულს ხდიან, ლგბტ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიური პასუხი დააფიქსირონ.

"ვითხოვთ, რომ შეწყდეს ზემოქმედება სპორტსმენებზე. ყველას ვგულისხმობ ვისზეც ეს ზეწოლა ხდება. ადამიანებს იძულებულს ხდიან, ტესტირებას უკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ მათ ამ ცოდვასთან, რომელსაც სოდომი ჰქვია. ძალადობის მოწინააღმდეგე ჩვენც ვართ, არავის არ ვდევნით, სოდომის ცოდვით დაკავებულებს, მაგრამ მათი მხარდაჭერა არის დანაშაული", - განაცხადა დეკანოზმა.

 

„ექსპრესნიუსი“ აქციის მონაწილეების ჰომოფობიურ განცხადებებს ემიჯნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics