07:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 14:19:01, 831 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინები კეთილმოწყობილია. თოთოეული ბინა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტიპის გათბობის და წყლის გამაცხელებელი სისტემებითა. შენობა ადაპტირებულია შშმ  პირებისთვის.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას,  რაც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფით.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გრძელდება პერიოდულად. სულ ახლახან კაპრეშუმში 50 ოჯახს გადავეცით ბინა.  2012 წლიდან დღემდე აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარია დახარჯული სოციალური სახლების მშენებლობისთვის. ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კი, 4 მილიონ ლარამდე.   ეკომიგრანტებისთვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა,რადგან ადამიანების უსაფრთხოება, მათი უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში და ურეხის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლებში  სტიქიის შედეგად დაზარალებული  75 ოჯახია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. გასულ წელს 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა კაპრეშუმის სოციალურ სახლში დაიდო ბინა, წელს მათ რიცხვს ურეხის სოციალურ სახლში 23 ოჯახი შეემატა.

ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. ბენეფიციარები შერეული კომისიის წევრებმა სპეციალური კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს. ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 788 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლებში ბინებით უზრუნველყოფის გარდა, აჭარის მთავრობა პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. თითოეულ მათგანს გამოეყო თანხა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობის შესასყიდად.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics