16:13 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 14:05:37, 2128 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ქიტესაშვილი თიანეთში არჩევნების მეორე ტურის გამართვას ითხოვდა.

ამ დროის მდგომარეობით, თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ თამაზ მეჭიაური ითვლება. ჯერჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა ლელა ქიტესაშვილი სარჩელით ზემდგომ ინსტანციას.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად,  თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოდის.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას,  ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერის თანამდებობაზე  წარმატებებიც უსურვა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით  მიმართა.  აღნიშნული მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან  ცესკოს  გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics