|
2015-05-05 11:27:10, 439 ნახვა
საზოგადოება
"MIA FORCE"-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ "MIA FORCE"-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. შსს-ს ინფრომაციით, ქართველმა სპორტსმენმა უნგრეთში გამართულ ეტაპზე, თავის კლასში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. შსს-ს სპორტული კლუბის ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით მიზანდარმა ქართველ მრბოლელს წარმატება მიულოცა და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველმა სპორტსმენმა პირველად მიიღო მონაწილეობა. 2012, 2013 და 2014 წლებში კი დავით ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის სახელით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ "LEGEND SUPER CUP"- ის სახელწოდებით ცნობილ ჩემპიონატზე ასპარეზობდა, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)