09:01 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 11:13:46, 2417 ნახვა

მსოფლიო
Paradise Papers: აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი რუსულ კომპანიაში, რომლის აქციონერი პუტინის სიძეა, ინვესტიციებს დებდა

Paradise Papers-მა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრ უილბურ როსს რუსეთის ნავთობისა და გაზის კორპორაციებთან კავშირში ამხილა, - ამის შესახებ BBC გავრცელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი, როსი იმ სავაჭრო გადაზიდვების კომპანიის ინტერესებს წარმოადგენს, რომელიც რუსული გაზისა და ნავთობის გადაზიდვით ყოველწლიურად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებდა.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიძე და კიდევ ორი პირია, რომლებიც აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების სიათა ჩამონათვალში არიან მითითებულნი. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ როსი ამ კომპანიაში ინვესტიციებს დებდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics