13:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-05 10:55:32, 1900 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთში საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს. 

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ელჩი უკანასკნელ პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცველების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს  გამოეხმაურა.

„ექსპრესნიუსი“ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული  კრიმინალური შემთხვევევის არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება.

ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს,ასევე საელჩოს საქმიანობას.

მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს.

მიუხედავად ამგვარი რეალობისა, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს აწარმ,ოებს შემდეგ საკითხზე:

  1. განუხრელად იქნას დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი.
  2. არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის  გავრცელება დანაშულში ბრალდებული თანამემაულეების შესახებ.

ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან, ჩემი ხელმძღვანელობით, საელჩოს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია არც ერთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს და რომლებიც რაიმე სახის კითხვის ნიშნებს ტოვებდა, ასეთი შემთხვევის მიმართ ჩვენი რეაგირება ყოველთვის იყო მყისიერი, ხოლო პოზიცია მკაცრი და პრინციპული.

ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან, საელჩოში არ შემოსულა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეეების არცერთი საჩივარი და განცხადება, რომელიც აღწერდა საქართველოს მოქალაქის მიმართ ჩადენილ დარღვევას და სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე.

მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც იქნება დროული და ქმედითუნარიანი.

მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორცც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებისას, თქვენთვის გასაგებ მიზეზთან გამო, საელჩო უპირატესობას ანიჭებს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, შედარებით უხმაუროდ, პრობლემისათვის ქართული მხარის დამაზიანებელი რეზონანსის მიცემის გარეშე.

მოგმართავთ ტრადიციული თხოვნით, დაელოდოთ ხსენებული მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგებს, აქტიურად  ითანამშრომლოთ საქართველოს საელჩოს შესაბამის სამსახურებთან, მოერიდოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, როგორც საელჩოს საქმიანობის შესახებ, ასევე ჩვენს  დიასპორისთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“,-ნათქვამია მიმართვაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics