|
2017-11-03 18:36:38, 2075 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: სივრცითი რეფორმა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალის განვითარებას ითვალისწინებს
"სივრცითი რეფორმა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალის განვითარებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის განვითარება; სამხრეთ-ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანსა და სომხეთს ლარსის საბაჟოსთან; აგრეთვე ქუთაისიდან დამაკავშირებელი გზა სამხრეთით აბასთუმნის მიმართულებით და ჩრდილოეთით - მესტიის მიმართულებით. მისივე თქმით, აღნიშნული ითვალისწინებს დაახლოებით 10-12 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური ჩარჩო სრულად ითვალისწინებს აღნიშნული დანახარჯების განხორციელებას, გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია დონორული დაფინანსება. 2018 წლის ბიუჯეტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 832.5 მლნ ლარი, რაც 574.5 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მიიმართება 1,277.0 მლნ ლარი, საიდანაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის 800 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 373,1 მლნ ლარით მეტია. აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)