07:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 17:31:28, 798 ნახვა

რეგიონი
ტურისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს 50-მდე ტურისტულ ობიექტში გაეცნობიან

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმში 50-მდე სასტუმროში, კვების ობიექტსა და მუზეუმში სპეციალური სტენდები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების რუკებია მოთავსებული, რაც ტურისტებს დაეხმარება ობიექტშივე მიიღონ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ადგილების შესახებ. დღეს, საინფორმაციო სტენდების განთავსების პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტიც ესწრებოდა.

„საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ტურისტულ ობიექტებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სტენდები, სადაც ტურისტებს შეეძლებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ დღეის მდგომარეობით უკვე 50 ობიექტში ასეთ საინფორმაციო სტენდი დავდგით, სადაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე სრული ინფორმაციაა განთავსებული. 2018 წლიდან ვგეგმავთ  მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მთაში, სოფლად არსებული სასტუმრო სახლებისთვის და სხვა ტიპის ტურისტული ობიექტებისთვის“, განაცხადა სულხან ღლონტმა.

საინფორმაციო სტენდების განთავსებისას უპირატესობა დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებულ“ ობიექტებს ენიჭებათ, რაც გარდა ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა ხარისხის ნიშნის მქონე სატუმროებისა და რესტორნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტენდებს საინფორმაციო მასალებით პერიოდულად მოამარაგებს. 2018 წლისთვის, საინფორმაციო დაფები დამატებით 10-ზე მეტ ტურისტულ ობიექტში განთავსდება. სტენდების განთავსება უფასოა და მსურველებმა უნდა მიმართონ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ნომერზე +995 422 29 44 22 ან მოთხოვნა გაგზავნონ მაილზე agency@gobatumi.com.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics