13:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 17:04:25, 2048 ნახვა

საზოგადოება
აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები სამუშაო შეხვედრით დასრულდა

სასტუმრო "რუმსში" აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებში ჩართულმა პროფესიონალებმა თემაზე "მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში" სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მთავარი განსახილველი თემები სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებას, კონკრეტული მექანიზმების განხილვასა და იმ სფეროებზე მსჯელობას დაეთმო, სადაც შესაძლებელია გავრცელდეს სისხლის სამართლის მედიაცია საქართველოში. შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში იგეგმება მედიაციის გამოყენების არეალის გაფართოება, მისი ამოქმედება შესაძლებელი იქნება სასჯელის პარალელურად; ასევე, პატიმრობის შემდგომ როგორც დამნაშავის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, ისე დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინების საშუალებად.

სამუშაო შეხვედრაში მედიატორები, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ივო ერცენი მონაწილეობდნენ. ივო ერცენი თბილისს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია. 

მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics