15:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 16:16:43, 1733 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, თუ რა განსაზღვრავს სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს.

მისი თქმით,  სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს  ბაზრის  მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს, ხოლო  მათ ქცევებზე მოლოდინები ზეგავლენას ახდენს:

"ისევე, როგორც კონკრეტულად ის მარტივი მოთხოვნა-მიწოდების საჭიროება, რომელიც მათ გააჩნიათ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა ჩვენი მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდა თავის თავში მრავალ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის შეიცავს დასაქმებას, მათ შორის ხელფასების ზრდას და ა.შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით, სადაც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს შედეგები ლარიზაციის მიმართულებით, ფიზიკური პირების სესხების ნაწილში 12%-იანი გაუმჯობესება გვაქვს, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორის ნაწილში  პრაქტიკულად პორტფელის  70%-ია გალარებული. მესამე კომპონენტია ის, რომ ინფლაციის მოთოკვისთვის ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი და შესაბამისად, როგორც კი ინფლაციის საშიშროებას დაინახავს, სადაც ჩათვლის, რომ უნდა ჩაერიოს, ის აუცილებლად ჩაერევა",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასებს, ქუმსიშვილის თქმით, 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის   ხელფასების ზრდა შეზღუდულია:

" რაც წელს გვექნება, ის ექნება 2021 წლისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მხოლოდ 2021 წლიდან იქნება შესაძლებელ , რომ მათ აუმოქმედდეთ კოეფიციენტები",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics