|
2017-11-03 15:18:31, 1822 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად მარტივდება
ეკონომიკა და ფისკალური პოლიტიკა რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი", რომელშიც საქართველო მე-9 ადგილზე დაწინაურდა. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად უფრო მარტივი ხდება; ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ნაკლები დახარჯონ ბიუროკრატიაზე და მეტის რეინვესტირება მოახდინონ", - გაანცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრმა ასევე დაასახელა სარეიტინგო სააგენტო „Moody's"-ის რეიტინგი, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში საქართველოს რეიტინგი გაუუმჯობესა „Ba3 სტაბილურიდან" „Ba2 სტაბილურამდე". „ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ რეიტინგებში პოზიციის გაუმჯობესების შემთხვევა არ ყოფილა; Fitch Ratings და Standard and Poor's -მა 2017 წელს დაადასტურეს მონიჭებული რეიტინგები. გარდა ამისა, სამივე სააგენტომ გააკეთა ჩანაწერი, რომ საქართველოს განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი", - განაცხადა ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს, Transparency International's-ის მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ კარგი შედეგი აჩვენა და 44-ე ადგილი დაიკავა 176 ქვეყანას შორის. გარდა ამისა, Fraser Institute-ის 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 2016 წლისთვის საქართველოს პოზიცია 9 ადგილით გაუმჯობესდა და შედეგად, ქვეყანა რეიტინგში მე-14 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადავიდა. (NS)
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
რეჟიმი მოდულებიანი (მუყაოსმაგვარი) სკოლების აშენებას გეგმავს
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)