13:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 14:44:25, 1966 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც  მინისტრმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა.  შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა  საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ყურადღება იაპონიაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, კივი, მანდარინი) ექსპორტის  ზრდის შესაძლებლობებზე გაამახვილა.

მინისტრმა იაპონიის ელჩს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ შესახებ და ელჩს იაპონიაში ანალოგიური ექსპოზიციის გამოფენა შესთავაზა.

როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იგი მოხარულია ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობით და ქართულ მხარესთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics