13:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 14:42:10, 2122 ნახვა

საზოგადოება
ქუმსიშვილი: 2019-2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  2019 წელს და 2020  წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზარდოს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საპენსიო რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.

„ძალიან მალე პარლამენტში   შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით  და აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics