18:28 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 14:39:02, 1614 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მეწარმეობის ხელშემწყობმა პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, ისეთი პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა „აწარმეო საქართველოში", ასობით ახალმა საწარმომ დაიწყო ფუნქციერება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში და იმპორტის ჩანაცვლების პროცესში.

„უმნიშნელოვანესია ის აგროპროექტები, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის წახალისების მიზნით უნდა აღინიშნოს UNESCO-ს მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" აღიარება მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის ფარგლებში ღვინის მუზეუმის საპატიო მასპინძელად, სადაც  ქართული ქვევრი განთავსდა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.

„ეს იყო აღიარება ქართული ღვინის უნიკალურობისა, რაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა. ქართული ღვინის ასეთი აღიარება ახალ პერსპექტივებს უხსნის მას საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროგრამებზე. კერძოდ, ევროკომისიის მიერ ინიცირებული იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინსტრუმენტი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს იმ მიდგომებს, რომელიც საქართველომ დანერგა „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში. „ეს არის იმავდროულად ჩვენს მიერ შექმნილი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების აღიარება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics