18:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 13:22:04, 1954 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა

მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობას საშუალება მისცა, 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა.

„2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი გაჯანსაღების შედეგად 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამომწვევი მიზეზებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ „უცვლელი საგარეო ვითარების პირობებში, ფისკალური რეფორმის განხორციელების გარეშე, სხვადასხვა შეფასებით 3.1 პროცენტი იქნებოდა. თუმცა ჩვენს მიერ განხორცილებულმა ფისკალურმა რეფორმამ 0.9 პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პოზიტიურმა საგარეო სექტორმა ზრდაში კიდევ დამატებით 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა. შედეგად მოსალოდნელია 4.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics