|
2017-11-03 12:30:50, 750 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ნატო-ს სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი გემების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ნატო-ს სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებთან ერთად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) კომანდერი, მეორე რანგის კაპიტანი - ჯასტინ ჰეინსი და ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-ს გემების მონაწილეობით მსგავსი დონის „საპორტო ვიზიტები", რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო და პოზიტიურ პარტნიორულ ურთიერთობებს. ნატო-ს სამხედრო ხომალდის კაპიტანმა ჯასტინ ჰეინსმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის. როგორც ეკიპაჟის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ალიანსის წარმომადგენლებისათვის ყოველთვის განსაკუთრებული პატივია ისეთ პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტი, როგორიც საქართველოა. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)