15:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 13:35:46, 1703 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: წელს doing business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლებს გამოეხმაურა.

მან თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც საქართველოს წარმატებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, ბიზნესის დაწყების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით, წელს doing business-ის რეიტინგში საქართველოს  საუკეთესო შედეგი აქვს, რაც კი როდესმე  ჰქონია.

 „ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ბიზნესის რეგისტრაციისა და თვითონ ბიზნეს რეესტრის ფუნქციონირების რეიტინგში ჩვენ, როგორც იცით, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით და  ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა მთავრობის და  იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, პარლამენტის ჩართულობით, აღსრულების პროცესმა და თქვენ ნახავთ, რომ წელს doing business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობის პროცესის მართვის კუთხით 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. რეფორმები ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს. თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16-ზე. მინდა, ორივე რეესტრს-ქონების რეგისტრაციის პროცესში ჩართულ რეესტრს საჯაროო რეესტრისა, ასევე  ბიზნეს რეესტრს, მათ თანამშრომლებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თითოეულ იუსტიციელს, პარლამენტარებს და მთავრობის  წარმომადგენლებს ეს ძალიან დიდი შედეგი მივულოცო, ხოლო ბიზნესმენებს ვუსურვო წარმატებული საინვესტიციო და სხვა საქმიანობა  ჩვენი ქვეყნის ფარგლებში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics