12:30 - 08 May, 2026
|
2017-11-02 13:10:42, 2743 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქარდავას არასდროს შეხვედრია, პრეზიდენტობის დროს იგი ორჯერ დააჯილდოვა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც გუშინ უკრაინაში დააკავეს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ დააჯილდოვა. კერძოდ, 2010 წლის 20 დეკემბრის განკარგულების თანახმად, სააკაშვილმა ქარდავას ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენი გადასცა. 2012 წელს, კი მეგის ქარდავამ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის სააკაშვილისგან ღირსების ორდენი მიიღო. ამის მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქარდავას პირადად არ იცნობს და მისი არსებობის შესახებ პრესიდან შეიტყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)