2017-11-01 19:12:12, 2392 ნახვა
მსოფლიო
ოდესის ოლქში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 1 ადამიანი
ოდესის ოლქში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, 26 წლის მამაკაცი, რომელიც Renault Laguna-ს მართავდა, ადგილიდან მიიმალა.
წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველები ბოროტმოქმედი უკვე დააკავეს. ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ,