15:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 16:19:51, 1712 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: ყველა კრიტიკულ მომენტში როგორ ქრება კამერების ჩანაწერები?!

,,ჩემთვის და ყველასთვის საეჭვოა, ყოველ კრიტიკულ მომენტში როგორ ხდება, რომ ქრება კამერების ჩანაწერები?!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერები გაქრა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შემთხვევაშიც.

,,მინდოდა გამოვხმაურებოდი ძალიან ტრაგიკულ გაქტს, რომელიც მოხდა ნუცუბიძეზე, როდესაც 33 წლის ადამიანი გარდაიცვალა. მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან და ისეთი პათოსისგან, როგორსაც იყენებდა ხოლმე ჩვენი ოპოზიცია ჩვენთან ბრძოლის დროს. რა თქმა უნდა არ ვაპირებ, რომ დავადანაშაულო ამ ყველაფერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი და მოთმინებით დაველოდები მე მას, თუმცა არ მინახავს არც ერთი ბოლომდე მისული გამოძიება. აუცილებლად უნდა ვისაუბრო შსს-ს პასუხისმგებლობაზე. ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც მომხდარიდან ძალიან მალე შსს შეეცადა გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციას და გაავრცელა განცხადება სწორედ ამისთვის, ამ მიზნით. ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც დარბაზში მსხდომი ადამიანებისგანაც კი მოვისმინე, რომ არსებობდა კამერების ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ფრაგმენტები გვაჩვენეს და ძირითადი მომენტები, რასაც შეეძლო რომ ნათელი მოეფინა ამ ტრაგიკული შემთხვევისთვის ჩვენ ვერ ვნახეთ. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასალის გამოქვეყნებამდე მოხდა ჩარევა და მონტაჟი, თუმცა ესეც არის აუცილებლად გამოძიების საგანი. კითხვები თქვენც უნდა გქონდეთ და პასუხები უნდა გაინტერესებდეთ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics