|
2017-11-01 12:27:56, 1719 ნახვა
საზოგადოება
კორეაში საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარადგინეს
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა IFFE (International Fermented Food EXPO) 2017 გაიხსნა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორმა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები. აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა განხორციელდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. გამოფენაში 20 ქვეყნიდან 355-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)