|
2017-10-31 15:06:54, 1672 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. ახალი გადახდის აპარატების მუშაობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებსა და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. სწორედ აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ ინვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები. „საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის არაერთ საშუალებას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობას და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები, ამის დასტურად მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველა“-ზე დამონტაჟდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების გადახდების აპარატები, რაც მგზავრს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაიხადოს მეტროში მგზავრობის საფასური. 2017 წლის ბოლომდე, ყველა მეტროს სადგურზე ეტაპოვრივად დამონტაჟდება ახალი გადახდის აპარატები. საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: • თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა; • მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით; • შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით; • დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება; • „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს. თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები თბილისის მეტროს ყველა სადგურში ეტაპობრივად განთავსდება და ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)