2017-10-30 14:49:22, 2048 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთსა და ჩეხეთში ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა
პოლონეთსა და ჩეხეთს ქარიშხალი "ჰერვარტი" დაატყდა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Radio Poland იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა პოლონეთში, მათი ცხედრები ავტომობილებში იპოვეს. კიდევ 2 ადამიანი ჩეხეთში დაიღუპა, მაშინ როდესაც მათ ხე დაეცა.
მედიის ცნობით, პრაღაში ზოოპარკი დაიხურა. გარდა ამისა, სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეზღუდულია.
გარდა ამისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა გერმანიაში.
ავტორი: ,