03:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 14:38:11, 2099 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი მმართველობის ერთი წლის თავზე საგრძნობლად დაეცა, - ამის შესახებ NBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კვლევა ტელეკომპანია NBC-ის და Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა.

როგორც მედია წერს, ასეთი დაბალი რეიტინგი ტრამპს ჯერ არ ჰქონია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ტრამპის მმართველობით მოსახლეობა მანამდეც იყო უკმაყოფილო.

კვლევის თანახმად, ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 58% რესპუბლიკელი პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილოა. ამასთან, ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 38% ენდობა.

გარდა ამისა, მედია საშუალებებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს, რომელიც უშუალოდ ტრამპის პიროვნებას ეხება. რეიტინგის მიხედვით, გამოკითხულთა 54% ტრამპი პიროვნულად არ მოსწონს, ხოლო 36% მას დადებითად აფასებს.

ცნობისთვის, ამავე მედია საშუალებებმა კვლევები ჩაატარეს ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას და ბილ კლინტონის მმართველობის დროს. ბუშის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის პირველ წელს 88% იყო, ბარაკ ობამასი 51%, ხოლო კლინტონის 47%.

კვლევა 23-26 ოქტომბერს ჩატარდა და ამერიკის 900 მოქალაქე გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის რეიტინგი 45%-მდე ივლისი-აგვისტოს პერიოდში გაიზარდა, როდესაც ქვეყანა სტიქიას ებრძოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics