2017-10-30 14:10:18, 2064 ნახვა
მსოფლიო
სტივ ჯობსის ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება
კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ CBS იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აუქციონზე ჯობსის 2000 წლის გამოშვების BMW Z8 გაიყიდება. მისი საწყისი ფასი 300 ათასი დოლარი იქნება. სტივ ჯობსი ამ ავტომობილით 2000-2003 წლებში გადაადგილდებოდა შემდეგ კი, ავტომობილი გაყიდა.
მედიის ცნობით, აუქციონი მანჰეტენზე, დეკემბერში ჩატარდება. სტივ ჯობს ასევე ჰყავდა BMW-ს მარკის მოტოციკლეტი და Mercedes-Benz SLs-ი.
ავტორი: ,