13:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 11:50:33, 1949 ნახვა

კომენტარი
დოლიძე ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, შს მინისტრი ყველა კითხვას უპასუხებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყველა არსებულ კითხვას პასუხს გასცემს.

"ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ უპასუხო თემა არ გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შს მინისტრი დარწმუნებული ვარ გაართმევს თავს და გასცემს ყველა კითხვას პასუხს", - აღნიშნა დოლიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს,  ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა.

„იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თვითმხილველების თქმით, დაკავებისას მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა არ დაუჯერეს. თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად  სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა.

საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

პროკურატურის ცნობითვე, სამხრე კამერების მიერ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენი და პირის დაკავება დაფიქსირებული არ არის. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ–ერთმა პატრულ ინსპექტორმა სამხრე კამერა მხოლოდ მამაკაცის შეუძლოდ გახდომისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ჩართო, მეორე ინსპექტორის სამხრე კამერა კი ჩართული საერთოდ არ ყოფილა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics