|
2017-10-28 15:10:26, 2523 ნახვა
მსოფლიო
კორსიკა კატალონიის „დამოუკიდებლობას“ მიესალმება
კორსიკა კატალონიის "დამოუკიდებლობას" მიესალმება, - ამის შესახებ კუნძულის პრეზიდენტი ჟან-გი ტალამონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. "ყველა ევროპელმა დემოკრატმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ ხალხს, რომლებსაც სურთ საკუთარი უფლებებით თავისუფლად ისარგებლონ. ჩვენ მივესალმებით კატალონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ვუცხადებთ მას სოლიდარობას", - წერს ჟან-გი ტალამონი. აღსანიშნავია, რომ კორსიკა საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია. ის დამოუკიდებლობის მოპოვებას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობს. კორსიკაში 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა იტალიურის კორსიკულ დიალექტზე საუბრობს. კორსიკა საფრანგეთს 1768 წლიდან ეკუთვნის, მანამდე კი, გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)