2017-10-28 13:56:58, 2385 ნახვა
საზოგადოება
ნატა ძველიშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩია.
მან საბჭოს წევრთა 7 ხმა მიიღო, მეორე კონკურსანტმა, ირმა ზოიძემ კი - 1 ხმა. ორივე მათგანთან გასაუბრება 27 ოქტომბერს ჩატარდა.
ცნობისთვის, ნატა ძველიშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წელს გახდა. ქარტიის წესდების თანხმად აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია ამ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადოს.
ავტორი: ,