10:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 19:24:31, 2176 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა სრულიად საქართველოს ენის დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამემამულეებს და სრულიად საქართველოს. 

ენა - თვითგამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და მისი მოვლა პატრონობა ყველა ჩვენთაგანის ვალია. სწორედ ამიტომ არის, რომ  საქართველოს მთავრობა  სახელმწიფო რანგში აყვანილი პოლიტიკის ფარგლებში იცავს და  ზრუნავს საქართველოში არსებული ნებისმიერი ენის განვითარებაზე, რითაც კაცობრიობის ინტელექტუალურ საგანძურში  არც თუ ისე მოკრძალებული წვლილი შექვს.  

აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად აფხაზეთში სახელმწიფო ენას წარმოადგენს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილობაში დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევევ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება აფხაზური ენა და ფუნქციონირებს კათედრაც. არაერთი მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოები ითარგმნა აფხაზურ ენაზე და ამ მიმართულებით მუშაობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო, არის აფხაზური ენის განვითარების და მსოფლიო ენათა ოჯახში თავისი ადგილის დამკვიდრების გარანტორი. 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics