16:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 10:58:10, 311 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Wings For Life World Run-ის პრიზი მიიღო

მასშტაბური სპორტული რბენის პრიზი "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში" - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

წელს საქველმოქმედო ღონისძიებას სააგენტო მსოფლიოში  ყველაზე მეტი მონაწილით შეუერთდა. მარათონში 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც 35 ქვეყნის 2612  გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 „ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებაა და ამ ღირებულებას სააგენტო გუნდური პრინციპით იცავს. რეესტრელებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს გუნდურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა სამაგალითო, რაც წელს სიის სათავეში ყოფნითაც დადასტურდა. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

სააგენტო მარათონში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. შარშანდელ ღონისძიებაზე უწყება ყველაზე ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდად დასახელდა. საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებიც.

მარათონი წელს მესამე ჩატარდა. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთდროულად, საქართველოს დროით 3 საათზე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ფონდი wings for life-ია, რომლის საქმიანობაც ერთადერთ მიზანს - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებას ისახავს. ფონდის ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს მარათონია.

საქართველოში მარათონზე დარეგისტრირება 20 ლარი ღირდა. ეს თანხა მთლიანად ფონდ Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ის ანგარიშზე გადაირიცხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics