|
2017-10-27 16:41:27, 1971 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები, რომლებიც კერძო დაზღვევას დაკარგავენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უკვე მოკლე ვადებში ჩაერთვებიან
საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო ბაზებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუმარტა, სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი სადაზღვევო ბაზების მათთვის მიწოდებას აჭიანურებდა, რის გამოც პირი, რომელიც აღარ სარგებლობდა კერძო დაზღვევით, ვერ ერთვებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მინისტრის თქმით, ადამიანს არ შეუძლია, ერთდროულად კერძო დაზღვევით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლოს. სერგეენკოს განცხადებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ბაზების დაფარვის გამო, მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები ვერ ხდებოდნენ. ახლა კი, დავით სერგეენოს თქმით, ადამიანს, რომელიც რაიმე მიზეზით დაკარგავს კერძო სადაზღვევო პაკეტს, შესაძლებლობა ექნება, ძალიან მოკლე ვადაში საყოველთაო ჯანდაცვის სრულყოფილ პაკეტში ჩაერთოს: “საკონსტიტუცუიო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომელიც ეხებოდა 2015 წლის თებერვალში რამდენიმე მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელს. შეგახსენებთ, რომ შარშან წლის ბოლოს და წელს წლის დასაწყისში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საინფორმაციო აქტივობა გავატარეთ, რომ სწორედ ამ პრობლემაზე გაგვესვა ხაზი, პრობლემაზე რომელიც წელს მაისიდან საბედნიეროდ მოგვარებულია. მოკლედ განვმარტავ, რა იყო 2015 წელს შესული სარჩელის შინაარსი. 2013 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, მოხდა გამიჯვნა, ვისაც ჰქონდა კერძო სადაზღვევო პაკეტი, ის ვერ გახდებოდა მონაწილე საყოველთაო ჯანდაცვის. ამის შემდეგ ჩვენი მრავალგზის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, 2015-2016 წლების განმავლობაში, სადაზღვევო ინდუსტრიის დიდი ნაწილისგან არ მოხდა მონაცემთა ბაზების მოწოდება და ჩვენ მოკლებულები ვიყავით შესაძლებლობას, რომ ათეულობით ათას მოქალაქეს, რომელმაც 2013 წლის შემდეგ დაკარგა კერძო დაზღვევა, 2013 წლის მდგომარეობით იყო კერძო დაზღვეული, ანუ ვერ გახდა საყოველთაოს მონაწილე, შემდგომში, 2014, 15, 16-ში დაკარგა კერძო დაზღვევა, მაგრამ ვერ გახდა მთლიანი პაკეტის მოსარგებლე, სწორედ ეს იყო დისკრიმინაციული მდგომარეობა, გამოწვეული იყო იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიების არც თუ ისე მცირე ნაწილი აჭიანურებდა ჯიუტად ამ სადაზღვევო ბაზების მოწოდებას, და საბედნიეროდ, საკმაოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაგვიჭრდა და ეს დისკრიმინაცია მოგვარებულია 2017 წლის მაისიდან. მე ამაზე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ეს ასე იყო, თუმცა სადაზღვევო ინდუსტრიის დიდი ნაწილი ჯიუტად აგრძელებდა ამ მონაცემების დაფარვას”,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)