14:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 14:45:19, 2201 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე: სხდომის ოქმები მე არავისთვის გადამიცია

ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ ვისი მხრიდან გავრცელდა დახურული სასამართლო სხდომის ოქმების შესახებ მედიაში ინფორმაცია.

როგორც ბუგიანიშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სხდომის ოქმის მესამე პირისთვის გადაცემა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის ან ბრალდების მხარეს შეეძლო, თუმცა მისივე თქმით, თავად არავისთვის გადაუცია.

„დახურული სასამართლოს სხდომის ოქმთან წვდომა  მოსამართლეს ჰქონდა, სხდომის მდივანს, დაცვის მხარეს და  ბრალდების მხარეს. სხვას წვდომა არ ჰქონია, შესაბამისად ჟურნალისტისთვის, თუ გარეშე პირისთვის, მესამე პირისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე, ან სხდომის მდივანი, ან დაცვის მხარე ან ბრალდების მხარე. მე დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, ჩემი ჩვენებით შეძლებისდაგვარად დავეხმარე ბრალდების მხარეს, მე მივეცი ჩვენება და განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია“,-განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 3 ოქტომბერს დაიწყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics