2017-10-27 13:01:50, 1915 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა
მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:
“ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემას.240 დევნილი ოჯახი მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებს ფართებს საკუთრებაში“,-აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: ,