12:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 11:03:55, 1005 ნახვა

სამხედრო
ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსმენელებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები, ფინელ და ნორვეგიელ ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.
უწყების ცნობით, ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი  ფინელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 ქართველმა, მოლდოველმა და აზერბაიჯანელმა კურსანტებმა როგორც თეორიული, ისე  პრაქტიკული მეცადინეობებით ნატოს ლოგისტიკის კონცეფცია და ფუნქციები, ოპერაციების ლოგისტიკური მხარდაჭერის თავისებურებები, მრავალეროვნული ლოგისტიკა და მისი კოორდინაცია შეისწავლეს.
კურსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მეორედ ჩატარდა.
 სწავლება ჩრდილოეთის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის (DEFCO) ეგიდით, ნორვეგიის სამეფოს და ფინეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორების მხარდაჭერით გაიმართა. 
 კურსი მიზნად ნატოს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობებს ისახავდა.
ღონისძიებას J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics