10:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 10:01:34, 1619 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N7 სექტორი „სულდის“ ახალი შენობა გახსნეს.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სასაზღვრო პოლიციის განვითარება, მისი შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან დაცული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია.მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას,  ამერიკის საელჩოს საქართველოში და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს. მათი აქტიური ჩართულობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასაზღვრო სექტორის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება.

პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

სექტორი „სულდის“ ახალი შენობის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა მესაზღვრეების აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ გადასცა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები და კინოლოგიის ცენტრი, სახელმწიფო საზღვრი ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღიჭურვა, დაინერგა სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ფლოტი, გაუმჯობესდა გემთსარემონტო შესაძლებლობები და საზღვაო ინფრასტრუქტურა.

გახსნის ცერემონიალს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,  ლევან ჭაბუკიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics