11:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:07:57, 2093 ნახვა

კომენტარი
ჰერმანი: ე.წ. ETIAS სისტემა ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი  შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ე.წ. ETIAS სისტემა ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება. მისივე განმარტებით, სისტემაზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. 

„ევროკომისიის წინადადება,  რომელიც 2020 წლიდან ე.წ. ETIAS სისტემის შემოღებას შეეხება, ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას და სავალდებულო გახდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ჩათვლით, რომლებიც ევროკავშირში გაემგზავრებიან“,-განაცხადა ჰერმანმა.

ამასთან, ელჩის თქმით, აპლიკაციის შესავსებად მოქალაქეს 10 წუთი დასჭირდება.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სისტემა ამოქმედდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, ვინც შენგენის ზონაში იმოგზაურებს. მოქალაქეს დასშიწრდება დაახლოებით 10 წუთი იმისათვის, რომ სპეციალურ საიტზე შეავსოს აპლიკაცია. ასევე უნდა გადაიხადოს 10 ევრო, რომელიც დრევანდელი კურსით 29 ლარს შეადგენს და აპლიკაცია იქნება მოქმედი შემდეგი 5 წლის განმავლობაში. ამ აპლიკაციას ექნება თავისი დადებითი მხარეები. მაგალითად, მოქალაქეს თავიდანვე ექნება ინფომრაცია მის შენგენის ზონაში შეშვებასთან დაკავშირებით", - განმარტა ელჩმა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეგულაციების დაწესების მომხრე 477 დეპუტატი იყო, ხოლო 139 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 50 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics