09:42 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 15:14:39, 1589 ნახვა

საზოგადოება
ნინო ბერძულმა საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემები ჯანმო-ს წარმომადგენელთან ერთად წარადგინა

საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა ფა ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ წარადგინეს.

ნინო ნერძულის თქმით, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვიანობა, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია გაუმჯობესებულია, რაც გამოწვევების შეფასებას და მასზე რეაგირების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას  შესაძლებელს ხდის.

„საქართველო ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყნებს შორის არის მეოთხე, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მონაცემთა მიმოხლივის ანგარიში შეიმუშავა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ სწორი და ხარისხიანი მონაცემები ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია.  ამ მიმოხილვის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი მიგნება არის სწორედ ის, რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული დაავადებების აღრიცხვიანობა, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი  გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავაკვირდეთ რეალურ პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, ასევე ვნახოთ ის გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება  ქვეყანაში და შესაბამისად, ამ გამოწვევებს   ვუპასუხოთ სწორი პოლიტიკით და სწორი სტრატეგიის შემუშავებით. მნიშვნელოვანია, რომ  ეს მონაცემთა მიმოხილვა  შემუშავდა ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად და ეს არის სარწმუნო მონაცემები“,-აღნიშნა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ მონახაზი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა.

საქართველო ჯანმო-ს 53 ქვეყანას შორის, საბერძნეთის, სლოვენიის და მოლდოვას შემდეგ მეოთხეა, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა.

დოკუმენტში ქვეყნის  ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მაჩვენებლებია თავმოყრილი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არსებული მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესაფასებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზე ჯანმო-ს ორგანიზებული საერთაშორისო სასწავლო კურსი 23 ოქტომბერს გაიხსნა.

შემოდგომის სკოლა ქვეყნების ეროვნული მონაცემების  განხილვისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად ევროპის რეგიონში „ჯანმრთელობა 2020“-ის სტრატეგიის განხორციიელებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა მისცა
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics