2017-10-26 14:30:22, 2474 ნახვა
მსოფლიო
ანტალიაში პროსტიტუციის ბრალდებით 10 ქალი დააკავეს, მათ შორის ორი ქართველია
თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სპეცოპერაციის შედეგად, პროსტიტუციის ბრალდებით 10 ქალი დააკავეს, მათ შორის 2 ქართველია, - ამის შესახებ MilliyetTv იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ასევე უკრაინის, ყირგიზეთის მმოლდოვას და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.
მედიის ცნობით, 4 ადამიანი პროსტიტუციაში უცხოელი მოქალაქეების ჩართვის ბრალდებითაა დაკავებული.
როგორც გამოცემა წერს, დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ავტორი: ,