15:16 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 13:57:05, 2184 ნახვა

პოლიტიკა
მოგერინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს: ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ერთვ თვეში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი 1 თვეში გაიმართება, "შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე დღეს იწყება".

მოგერინის შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პარტნიორობა თანამშრომლობისთვის და არა მის წინააღმდეგ“.

„ეს არის პარტნიორობა ეკონომიკისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, მაგრამ, პირველ რიგში, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველა ეს საკითხი იქნება განხილული ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანი რთულ პირობებში ცხოვრობს. მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, თქვენს გვერდით ვდგავართ და თქვენი მუშაობის მნიშვნელობა გვესმის. თქვენ მთავარი ძალა ხართ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით. ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლიდან დაწყებული, თქვენს ქვეყნებში მედია გარემოს გაუმჯობესებით დამთავრებული, ყველა ეს პრობლემა უკვე ერთ თვეში სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება. ჩვენ 20 კონკრეტულ წინადადებას წარვადგენთ, რომელიც 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს. ეს ამბიციური პროგრამაა და მისი განხორციელებისთვის თქვენი დახმარება, თქვენი მუშაობა დაგვჭირდება. დაგვჭირდება ერთობლივი მუშაობა, იმისათვის, რომ ყველა ეს გეგმა რეალობად ვაქციოთ. ჩვენ პარტნიორები ვართ და ერთმანეთს ვჭირდებით, იმისათვის, რომ საერთო მიზნებს მივაღწიოთ. თქვენ გჭირდებით, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა შედგეს“, - განაცხადა  ფედერიკა მოგერინიმ.

 

ვიდეო მიმართვა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics