|
2015-05-04 09:39:26, 326 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ დიდი რეჟისორის - ბატონ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო. რეზო ჩხეიძის შემოქმედებას, მის ნიჭიერებას მსოფლიო იცნობს. ჩვენთვის ის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყო ადამიანი იყო. ბატონმა რეზომ დაგვიტოვა არაერთი კინოშედევრი და შექმნა დაუვიწყარი სახეები. ერთხელ ვისაც უნახავს მისი "ჯარისკაცის მამა" , შეუძლებელია მისი შემოქმედების თანაზიარი არ გამხდარიყო. სამწუხაროა, რომ წავიდა ჩვენგან ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ფენომენის შექმნაში და თავისი კვალი დაამჩნია თითოეული ჩვენგანის სულს. ჩემი დავალებით შეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს მთავრობა“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. შეგახსნებთ, რომ გუშინ ავადმყოფობის შედეგად 89 წლის ასაკში კინირეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)