|
2015-05-03 22:41:49, 413 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა
„ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება, ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, გუნდი იმისთვის არის, რომ ერთობლივად გაუმკლავდეს პრობლემებს. „არავინ არ დაობს იმაზე, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას, ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ძალიან უჭირთ ადამიანებს და ძალიან დაუმძიმდათ სიტუაცია იმ პირობებში როდესაც ლარი გაუფასურდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყანაში , რომელსაც სესხი აქვს აღებული დოლარში და მათ ამის დაფარვა უწევთ გაუფასურებული ლარის პირობებში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რომ ეს არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესებით განპირობებული. იმით, რომ დღეს გადაყენებული ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა?! თუმცა, მე მგონია, რომ დღეს, ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები იქნებოდა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და გუნდი იმისთვის არის გუნდი, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. არსებობს საფუძველი იმისა, რომ უახლოეს უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის გამყარება“,-განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)