11:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 16:51:37, 2005 ნახვა

კომენტარი
მეუფე დიმიტრი: მამა გიორგისთან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, ცოტა დაძაბული, მკაცრი საუბარიც გვქონდა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“.

ე.წ. ციანიდი საქმეს ის საკუთარი თავის და ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებად აფასებს.

„პირველ რიგში მოვინახულე მამა გიორგი. მამაო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს გასაკვირიც არ არის. ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ და არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. ვინც ეს დაგეგმა და შეთხზა,  ძალიან ბოროტი ადამიანია. მერე დეკანოზს ვკითხე, თუ რატომ არის ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი. გამოძიებამ ბევრი კითხვები დაგვიტოვა, უშუალოდ ციანიდთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ამასთან, მეუფე დიმიტრის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე შეკვეთილ სტატიებთან დაკავშირებით მკაცრი საუბარი ჰქონდა.

„მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. ცოტა დაძაბული საუბარი გვქონდა, მკაცრი საუბარიც გვქონდა. ვუსაყვედურე რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მკაცრი საუბარი გვქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებითაც. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მეუბნებოდა მეუფე დიმიტრი მადლობას გიხდისო. მეუფე იაკობი ოხანაშვილს და მამა გიორგის ადებდა ხელს. მაშინ სულ პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა სტატიებთან. ახლაც იგივე თქვა, რომ არანაირი შეხება არ მქონდაო. მან ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ყველაფრის შესახებ მე არ მიამბო”, - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის შესაძლო უდანაშაულობას, მეუფე დიმიტრიმ სახარებიდან ერთი წინადადება წაიკითხა:

„არ არის დაფარული, რომელიც არ გამოცხადდება. ვრჩები ისევ ჩემს ძველ აზრზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც საუბარია დოზაზე, განეიტრალებაზე და ასე შემდეგ. მრჩება ისევ აზრი, რომ მას ეს მოუწყეს და მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, რომელსაც ის ყოველთვის ასახელებდა. ვგულისხმობ შორენა თეთრუაშვილს“, - აღნიშნა მეუფემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics